ინტელის ტრენინგის რეფლექსია
პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღეს გავეცანით, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და როგორ გამოვიყენებთ მას სასწწავლო პროცესში. გავეცანით ასევე ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასში არსებული ინფორმაციის მონიშვნა, კომენტარების გაკეთება.
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის საინტერესო იყი. ვისაუბრეთ პროექტის სტრუქტურაზე ვისწავლეთ ინფორმაციის დისკზე ატვირთვა და მასზე ონლაინ რეჟიმში მუშაობა.
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გადავედით მეორე მოდულზე. ამ მოდულში ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე ესგდან ამოვიღეთ ჩვენთვის სასურველი სტანდარტები, მიზნები,რომლებიც შედეგზე ,,გაგვიყვანს . დღე იყო რთული, მაგრამ ნაყოფიერი.
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს მოვამზადეთ პრეზენტაცია. შევქმენით დროსში გაწერილი შეფასების გეგმა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით ონლაინ კომუნიკაციის საშვალებებს. განვიხილეთ საპროექტო თემისათვის გამოყენებული საკომუნიკაციო საშვალებები.მოსწავლის სავარაუდო ნასრომის დაკავშირება კითხვებთან,მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში,შეფასების გეგმის გაცნობა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენრბა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისათვის. რესურსების გაცნობა სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
მერვე დღე
განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები ფასილიტაციის რესურსებისა დამასალების შექმნა. რესურსის შექმნა სასწავლო პროექტის მართვისათვის.
მეცხრე დღე
პორტფოლიოს შექმნა. მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირება. სასწავლო პროექტების პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. კურსის შეფასება- შეჯამება.
მადლობა ტრენერს ნაყოფიერი ტრენინგის ჩატარებისათვის.
Comments
Post a Comment